პედიატრთა ამერიკული კოლეჯი ბავშვების სქესის შეცვლის შეწყვეტას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით კოლეჯმა ამერიკელ სამედიცინო პრაქტიკოსებს დეკლარაციით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს მავნე პრაქტიკაა არასრულწლოვანთათვის, რომელთაც „ბიოლოგიური სქესის მიუღებლობა აქვთ“.

პედიატრთა ჯგუფი არასრულწლოვანებისთვის, რომელთაც გენდერული დისფორია აქვთ მყისიერი სამედიცინო პროცედურების ნაცვლად, „ყოვლისმომცველ შეფასებებსა და თერაპიას“ უწევს რეკომენდაციას.

დოქტორ ჯილ სიმონსის თქმით, გენდერის შეცვლის პროცედურების შეჩერების მოთხოვნა გამოწვეულია შემაშფოთებელი კვლევის შედეგებით იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს ეს სამედიცინო პროტოკოლი არასრულწლოვანზე. კოლეჯის მოწოდებას მიესალმა ილონ მასკი და განცხადება თავისივე სოციალური ქსელ „იქსში“ გამოაქვეყნა.