ქობულეთში ავარიას ახალგაზრდა ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. მისივე თქმით, ჯონდო ოქროპირიძემ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადაიჩეხა.

„გლოვობს ჩემი ქობულეთი - ახალგაზრდა, ოქროს ბიჭი, ჯონდო ოქროპირიძე გარდაიცვალა.  შენთან რა უნდა სიკვდილს...

დასანანია, ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია, გამძლეობა ოჯახს...

სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები, ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო, იქ, სადაც მარადიული სიცოცხლეა, იქ, სადაც ბევრი ჩვენიანია... გულში ჩაგიკრავენ, მოგიშუშებენ შენს ნაიარევს... დედამიწაზე ამ ნაიარევს არც ერთი წამალი არ შველის... ტკბილად იძინე...“ - წერს შოთო სიხარულიძე.