რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი გაიმართა. კონცერტი საქველმოქმედო ხასიათის იყო და როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, შეგროვებული თანხა აქციებზე დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ჯარიმის თანხის შეგროვებას მოხმარდება.

საქველმოქმედო აქცია-კონცერტში რესპუბლიკის მოედანზე მონაწილეობას 30-მდე ქართველი მუსიკოსი იღებდა, მათ შორის:

გიორგი უშიკიშვილი & ბექა გოჩიაშვილი;
შოთა საგანელიძე;
Moku Moku;
წერილი;
Kordz;
Mechanical Rainbow;
ლექს სენი & თიკო;
ნატალია ნაყოფია;
Bedford Falls;
Circus Mircus;
The Window;
Quemmekh;
არა;
ყველა;
Creams;
ნინო ქათამაძე & ნიკოლოზ რაჭველი;
ბექა გოჩიაშვილი & თემურიკო დიასამიძე;
ფანიკო;
ავარა;
თამადა;
მერაბ სეფაშვილი;
ლელა წურწუმია;
რობი კუხიანიძე;
დაგდაგანი;
Loudspeakers;
გამოუვალი მდგომარეობა;
Process.
ჯარიმების გადასახდელად, 01:00 საათის მონაცემებით, მოქალაქეებმა აქცია-მარათონზე 250 ათასი ლარი შეაგროვეს.