საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მოკლული მამაკაცი, 35 წლამდე ასაკის ხეირ ხაბაროვია.
პოლიცია ამ დრომდე ეძებს, 36 წლის იაშარ ჯაფაროვს, რომელმაც სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ყოფილ ცოლს, მისი ქმარი კი, მოკლა.
როგორ განვითარდა კონფლიქტი, ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ. ახლობლები ვარაუდობენ, რომ მკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, შურისძიება გამხდარიყო.
შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში, წუხელ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109- ე მუხლით მიმდინარეობს.