საქართველოში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მონაცემები განახლდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან 3 კმ-ის დაშორებით, სოფელ ლენინოვკასთან ახლოს იყო. ბიძგები თბილისის დროით 12:08 საათზე დაფიქსირდა.

მანამდე, 08:10 საათზე, ასევე, მიწისძვრა მოხდა დედოფლისწყაროდან ჩრდილო-დასავლეთით. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.