სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია, სოციალურ ქსელში  ახლობელმა გაავრცელა.

„წავიდა... ოღონდ ასე გულნატკენი არ წასულიყო...“,- წერს სოციალურ ქსელში მისი ახლობელი.

როდის ჩამოასვენებენ მსახიობს სამშობლოში ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ სოსო  მძიმე სენს ებრძოდა. ის თურქეთში მკურნალობდა.