თბილისის ქუჩებში ზეიმია - მოქალაქეები საქართველოს გამარჯვებასა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას აღნიშნავენ.

რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გულშემატკივარი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო დაპირისპირებას მონიტორიდან ადევნებდა თვალ-ყურს, ეროვნული ნაკრების წევრები მივიდნენ. ისინი გულშემატკივრებს მიმართავენ.

საქართველოს ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.