დღეს დილას საქართველოში უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლი, ზაქარია შუბითიძე ჩამოასვენეს. მას აეროპორტში ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. "ქართული ლეგიონის" მებრძოლი 18 სექტემბერს მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა, რის შედეგადაც მძიმედ დაიჭრა, თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
"17-ში ველაპარაკე დილით, საღამოსაც დარეკა 17-ში. თურმე დაჭრილი ყოფილა ორი კვირის უკან და არ თქვა, იმიტომ, რომ იცოდა რომ ჩავიდოდით და უკან ჩამოვიყვანდით, არაფერი არ თქვა საერთოდ. აპირებდა სექტემბერში ჩამოსვლას, უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო ვერ ჩამოვიდა შვილებთან. დამირეკეს და მითხრეს აღარ არისო, დაიღუპაო და ეს შოკი იყო ჩემთვის, არ ვიჯერებდი, ახლაც არ მჯერა", - ამბობს ოჯახის ნათესავი.
უკრაინაში რუსეთის ომს 45 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.