პოლიტიკა

საზოგადოება

საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ისტორიაში პირველად, ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს! "ევრო 2024"-ის საგზური, ფეხბურთელებმა საბერძნეთის გუნდის დამარცხების შედეგად, პლეიოფის ფინალში მოიპოვეს.საქართველოს ნაკრების გამარჯვებას "დინამო არენაზე" მყოფი გულშემატკივარი ემოციურად შეხვდა. მაყურებელმა ტრიბუნებიდან მოედანზე გადაინაცვლა და გამარჯვება ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა.მოედნის შემდეგ, პირველი ემოციები დღის გმირებმა მედიის წინ, საკონფერენციო დარბაზში გამოხატესპარალელურად, ემოციებს ვერც ტრიბუნებზე მალავდნენ."დინამო არენა" ვარსკვლავებმა ავტოგრაფებისა და გულშემატკივართან ფოტოების გადაღების შემდეგ დატოვეს. ისტორიული მატჩი ფეხბურთელებმა მედიასთან შეაჯამეს.ემოციური იყო რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრის მოლოდინიც.ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრას ხალხი თითქმის 2 საათი მოუთმენლად ელოდა.გულშემატკივართან შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებმა, საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე გადაინაცვლეს.ქვეყანას და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული გამარჯვება, პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა სცენიდან კიდევ ერთხელ მიულოცეს. ამ გამარჯვებისთვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა წევრი ღირსების ორდენზე წარადგინეს.ნაკრების ფეხბურთელებს, გამარჯვება მიულოცა სალომე ზურაბიშვილმაც.დღის გმირები გულშემატკივრებს უკვე გერმანიაში გასამართ მატჩზე ელოდებიან.საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას თბილისის ქუჩებში მთელი ღამე ზეიმობდნენ. თამაშის შემდეგ ქომაგებმა მსვლელობა თითქმის ყველა უბანში მოაწყვეს.დედაქალაქთან ერთად საზეიმო განწყობა მთელს საქართველოს მოედო. ისტორიული გამარჯვება ყველა რეგიონში აღნიშნეს.საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საბრძოლო განწყობით მიემგზავრება. ფეხბურთელები პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველო-საბერძნეთის მატჩის შემდეგ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად მივიდა.მთავრობის მეთაურმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების გამარჯვება მიულოცა."დღეს არის უბედნიერესი დღე და ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს! მე პირადად, როგორც ერთი გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს - 1994 წლიდან და ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ესენი არიან ყველაზე ღირსეული ხალხი და ამიტომ, შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატარა გადაწყვეტილება მივიღეთ - ჩვენი ბიჭები წარდგენილნი იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი! დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო თითოეული მათგანისა და თითოეული თქვენგანის მიმართ, უბედნიერესი ვარ დღეს. გილოცავთ!“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

თბილისის ქუჩებში ზეიმია - მოქალაქეები საქართველოს გამარჯვებასა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას აღნიშნავენ.რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გულშემატკივარი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო დაპირისპირებას მონიტორიდან ადევნებდა თვალ-ყურს, ეროვნული ნაკრების წევრები მივიდნენ. ისინი გულშემატკივრებს მიმართავენ.საქართველოს ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

სამართალი