პოლიტიკა

საზოგადოება

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, ახალგაზრდებით მანიპულირება და მათი დამუნათება ხდება, რათა ისინი ქუჩაში გავიდნენ.მისი თქმით, ასე ხდებოდა კომკავშირის დროს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება მყარდებოდა."მანიპულირებენ ჩვენი ახალგაზრდობით, ნაწილით, ყველას ვერ დაიმონებ. ამუნათებენ ბავშვებს თუ არ გავიდნენ მათ მხარეზე. ასე ხდებოდა კომკავშირის დროს, როდესაც მყარდებოდა საბჭოთა ხელისუფლება, შემდეგ გადავიდნენ მოქმედებაზე, ანგრევდნენ ტაძრებს, კლავდნენ ღვთის მსახურებს და ხატებს ესროდნენ, ბოლო ეს იყო. ანტიქრისტიანული ხელისუფლების მოსვლა ამ ბავშვების ხელით იქნება ძალიან მძიმე ვითარება, არც უნდა დაუშვან.ეშმაკები არიან ისინი, ვინც ამას იდეოლოგიურ საფუძველს აძლევენ. როდესაც მე პოზიცია უნდა დავიკავო, ვიყო მომხრე, ვიყო მოწინააღმდეგე - რისი?! თუ შინაარსში არ შევდივარ, იმან რომ მითხრა ამიტომ? მაშინ მანიპულირებაა პირდაპირი და დაგცინის ის", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

 „ქართველმა ჰალკმა“ ლევან საგინაშვილმა მკლავჭიდში მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მან სტამბოლში, EAST VS WEST 12-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებაზე ლეგენდარული დევონ ლარატი ანგარიშით 4:0 გაანადგურა და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ქამარს დაეუფლა.აღსანიშნავია, რომ საგინაშვილს ლარატი KING OF TABLE-ის ტიტულისთვის ბრძოლაშიც ჰყავს დამარცხებული.

"აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც გამოცემა წერს, სოფელ ლეღვაში, მდინარეში ავტომობილი გადავარდა. ადგილობრივთა თქმით, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალი