პოლიტიკა

საზოგადოება

საზოგადოება

1714981680

საზოგადოება

1714981680

დღეს გიორგობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 მაისს, გიორგობას აღნიშნავს.ეკლესია წმინდა გიორგის დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა.მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა, ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა, რის გამოც ის ბორბალზე გააკრეს.წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლისა ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც უძლეველი ზეციური მხედარი.წმინდა გიორგი ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია.

3-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განუცხადა.არსებული ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ იპოვეს. კიდევ ორი პირის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესართავთან მოხდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს.ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, სააღდგომო ლიტურგია, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა. ლიტურგიის დაწყებამდე, ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა შესრულდა. სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობელი იგალობეს. სადღესასწაულო ლიტურგიას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ სადღესასწაულო წირვა ბათუმის სამების ეკლესიაში აღავლინა და მრევლს დღესასწაული მიულოცა. სააღდგომო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს ალავერდის მამათა მონასტერში. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ეპარქიის სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. გაიმართა ლიტანიობა.სააღდგომო ლიტურგია ალავერდის ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.

სამართალი

ყველა სიახლე