პოლიტიკა

საზოგადოება

14 აპრილი ქართული ენის დღეა

საზოგადოება

1713076111

 „ქართველმა ჰალკმა“ ლევან საგინაშვილმა მკლავჭიდში მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მან სტამბოლში, EAST VS WEST 12-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებაზე ლეგენდარული დევონ ლარატი ანგარიშით 4:0 გაანადგურა და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ქამარს დაეუფლა.აღსანიშნავია, რომ საგინაშვილს ლარატი KING OF TABLE-ის ტიტულისთვის ბრძოლაშიც ჰყავს დამარცხებული.

"აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც გამოცემა წერს, სოფელ ლეღვაში, მდინარეში ავტომობილი გადავარდა. ადგილობრივთა თქმით, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2024 წლის 22 აპრილიდან დაიწყება და 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.2024 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.აღსანიშნავია, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მოქმედი წესი უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში. ასევე, ითვალისწინებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისგაგრძელების მსურველთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.2024 წელს, მიღება ცხადდება ინტეგრირებულ პროგრამებზეც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამებისდასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის.ამასთან, რეგისტრაცია მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში – კომპანიაში.2024 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე – vet.emis.ge.პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულმისამართზე: info@emis.ge

სამართალი