ახალი ამბები პოლიტიკა

წულუკიანმა სააკაშვილი მიწასთან გაასწორა! ეს ყველამ უნდა იცოდეს – სკანდალური განცხადება

loading…

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მისი დასახელება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გაკოტრებულია – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას აღნიშნა.

თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფი პარტიები ვერც გეგმავენ, რომ საქართველოში რაიმე პოლიტიკური მომავალი ჰქონდეთ.

„სააკაშვილზე ჩამოკიდებული პარტიისთვის რა სახელიც არ უნდა ერქვას მას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მომავალი ნულის ტოლია. მე არ ვიცი, რა გზით აპირებს სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას. ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, თუ ის გადაწყვეტს ჩამოსვლას, ჩამობრძანდეს არ არის პრობლემა, მას ელოდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რადგან განაჩენები არსებობს. ეს არ არის მუქარა, ეს არის ფაქტი. ამ აბსოლუტურად არასერიოზულ ადამიანს, როგორც ჩანს, უკრაინაშიც აღარ დაედგომება. თუ მაინც გადაწყვეტს ჩამობრძანდეს, მას ელოდება დაკავების პროცედურა, ასეთია რეალობა და იმ სასჯელის მოხდა, რომელიც მისჯილი აქვს დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს მიერ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

loading…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *