პოლიტიკა

საზოგადოება

საზოგადოება

1713076111

საზოგადოება

1713076111

14 აპრილი ქართული ენის დღეა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა.პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. ამ დღიდან 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

მარტში გამართული აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში ცნო.აღნიშნული გადაწყვეტილებით ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.ლაზარე გრიგორიადისი პროცესს ესწრებოდა. ოჯახი აპირებს დაუყოვნებლივ მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი კლინიკაში რჩება. ერთი პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში სხეულის 20%-იანი დამწვრობით არის მოთავსებული. ორ კაცს კი, დამწვარი აქვს სხეულის 12% მათ შორის - სახე, თავი და ზედა კიდურები, ისინი ქირურგიულ განყოფილებაში რჩებიან. ექიმის შეფასებით სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია."კლინიკაში კვლავ რჩება სამი პაციენტი აფეთქებისგან გამოწვეული ტრავმებით. ერთი პაციენტი, 49 წლის კაცი, რეანიმაციულ განყოფილებაშია ისევ დამწვრობის ცენტრის, მას აქვს მთელი სხეულის 20% დაზიანებული, ამ პერიოდისთვის მისი მდგომარეობა, ჩვენდა საბედნიეროდ, არის სტაბილური. ორი მამაკაცია შედარებით ნაკლები ფართობით... მათ აქვთ სახე, თავი და ზემო კიდურები დაზიანებული, მათი მდგომარეობაც სტაბილურია", - თქვა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.შეგახსენებთ, გუშინ შუადღეს ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა , 3 კი დაშავდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე, დაუდგენელია. 

სამართალი