ისრაელი მზადაა, ღაზის სექტორში, 40 მძევლის სანაცვლოდ, პატიმრობაში მყოფი 700-მდე პირი გაათავისუფლოს - თელ-ავივს წინადადება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა დოჰაში შესთავაზა, სადაც "ჰამასი" და ისრაელი შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მედიის ინფორმაციით, იმ 700-ს პატიმარს შორის, რომლის გაცვლასაც ისრაელი განიხილავს, 100-ს ისრაელის მოქალაქეების მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. როგორი იქნება ვაშინგტონის შეთავაზებაზე "ჰამასის პასუხი?" - გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში ცნობილი უნდა გახდეს.

იქამდე, ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. სექტორის სამხრეთით ალ-ამალისა და ნასერის საავადმყოფოები ისრაელის ძალებს ალყაში ჰყავთ მოქცეული. ანალოგიური ვითარებაა ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსში.