ჩრდილოეთ უნგრეთში, რბილის მიმდინარეობის დროს, ერთ-ერთი ავტომობილი გზიდან გადავიდა და მაყურებელს შეეჯახა. როგორც სააგენტო Reuters-ი, ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით, წერს, დაღუპულია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.

ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი. შემთხვევის ადგილზე, სასწრაფო დახმარების ავტომობილებთან ერთად, სამაშველო ვერტმფრენის მობილიზებაც გახდა საჭირო. ორგანიზატორებმა რბოლა შეაჩერეს.

Index.hu წერს, რომ ერთი ბავშვი, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი, მძიმედაა დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი, 6 პირის მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქია.