აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად დაინგრა. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 01:30 საათზე მოხდა.

ბალტიმორის სახანძრო სამსახურის ცნობით, ხიდის დანგრევისას შვიდი ადამიანი და რამდენიმე მანქანა წყალში ჩავარდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ გავრცელებულა. ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.