პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის ირანიდან პირდაპირი თავდასხმისთვის და სამაგალითოდ უპასუხებს ამ თავდასხმას.

„ბოლო წლებში და მით უმეტეს, ბოლო კვირებში, ისრაელი ემზადებოდა ირანიდან პირდაპირი თავდასხმის შესაძლებლობისთვის“, - ამბობს პრემიერი ვიდეო განცხადებაში.

„ჩვენი თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვაში, ასევე შეტევაში. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია, IDF ძლიერია, საზოგადოება ძლიერია.

ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს ისრაელის გვერდით დგომისთვის, ასევე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და მრავალი სხვა ქვეყნის ლიდერებს მხარდაჭერისთვის.

მე ჩამოვაყალიბე მკაფიო პრინციპი -  ჩვენ დავიცავთ თავს ნებისმიერი საფრთხისგან და ამას მშვიდად და მონდომებით გავაკეთებთ.

ვიცი, რომ თქვენც, ისრაელის მოქალაქეები, სიმშვიდეს ინარჩუნებთ. მოგიწოდებთ, მოუსმინოთ შიდა ფრონტის სარდლობის დირექტივებს. ერთად ვდგავართ და ღვთის დახმარებით, ერთად დავამარცხებთ ჩვენს ყველა მტერს“, - ამბობს ნეთანიაჰუ.