ირანიდან თავდასხმის საფრთხის გამო, ისრაელმა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა აკრძალა და ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის შეკრებებზე შეზღუდვები დააწესა.

თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, აიკრძალა ნებისმიერი სახის შეკრება, სადაც ათასზე მეტი ადამიანი იქნება.

შეზღუდვები ეხება სასკოლო ბანაკებსა და ექსკურსიებსაც. შეზღუდვები ძალაში იქნება, ორშაბათს, 23:00 საათამდე.

"ათობით თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან" - ამბობს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი.