დიდი შვიდეულის ქვეყნები შეთანხმდნენ, უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის სესხის გაცემაზე რუსეთის გაყინული აქტივების პროცენტის გამოყენებით. იტალიაში მიმდინარე სამიტში მონაწილეობას იღებდა უკრაინის პრეზიდნეტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.

გაყინული აქტივების შეთანხმებას "მნიშვნელოვან შედეგს" უწოდებს, აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი, რომელმაც  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს იყო "კიდევ ერთი შეხსენება პუტინისთვის, რომ ჩვენ უკან არ დავიხევთ".

უკრაინის ამ გზით დახმარების წინადადება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წამოაყენა.

წინადადების არსი არის ის, რომ უკრაინა ახლავე მიიღებს 50 მილიარდს მოკავშირეებისგან, ხოლო სესხი დაფარდება პროცენტით გაყინული რუსული ოქროსა და სავალუტო რეზერვებიდან რომელიც შეადგენს დაახლოებით 300 მილიარდი ევროს. ისინი ინახება დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებში და წელიწადში რამდენიმე მილიარდი შემოსავალი მოაქვს.

ტექნიკური დეტალები უახლოეს კვირებში დაზუსტდება, ახალი ფულადი სახსრები კიევში, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლომდე მიაღწევს G7-ის ყველა სახელმწიფოს კონტრიბუციის წყალობით.