მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და მდივანი აბსოლუტური ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ამის შესახებ ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საბჭოს წევრებად ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე, მდივნის პოზიციაზე კი ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს.

"დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა კონფერენციაშიც არ მიმიღია მონაწილეობა, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ამდენ მოსამართლეს მიეღო მონაწილეობა. დღევანდელი კონფერენცია ყველაზე ხალხმრავალი იყო, რაც მე მახსოვს კონფერენციების ისტორიაში. რაც შეეხება "ვეტინგის" თემას. მოსამართლეები ერთსულოვნები იყვნენ, რომ ეს არ ემსახურება კეთილსინდისიერების შემოწმებას და რეალურად მიმართულია იქით, რომ მოხდეს სასამართლოს დამორჩილება.

რაც შეეხება სხვა საკითხს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევას, ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე საბჭოს წევრებად, ხოლო მდივნად არჩეული იქნა ნიკოლოზ მარსაგიშვილი. თითქმის აბსოლუტური უმრავლესობით იქნენ არჩეულები",- განაცხადა მურუსიძემ.