ოზურგეთში, 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. შეიარაღებული თავდასხმა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაჭრილი ადგილობრივია. ის  ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაშია გადაყვანილი და მიმდინარეობს სამედიცინო კვლევები.

თავდამსხმელმა სავარაუდოდ გაქცევა მოახერხა.