თურქული გამოცემა SonnoktaTrabzon-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და „კარლსრუეს“ თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს თურქული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი,„ტრაბზონსპორი“ იწვევს.

ავტორის თქმით, კლუბის სკაუტები თბილისში ევრო 2024-ის პლეი ოფის მატჩებს დაესწრნენ. „ტრანბონსპორმა“ მომავალი სეზონისთვის ტრანსფერებზე მუშაობა უკვე დაიწყო და პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

კლუბს გაუჭირდება იჯარით დამატებული ონუაჩუს შენარჩუნება, რადგან „საუთჰემპტონი“ ფეხბურთელისთვის 10 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს. ამიტომ, კლუბის მესვეურები თავდამსხმელის პოზიციაზე რამდენიმე მოთამაშის ვარიანტს განიხილავენ. თურქული კლუბის სიაში, გამოცემის ცნობით, პორტუგალიური „ჩავესის“ შემტევი ექტორ ერნანდესი და ბუდუ ზივზივაძე არიან.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ „კარლსრუესთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. გუნდის რიგებში ზივზივაძემ 35 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო საქართველოს ნაკრების რიგებში გამართულ 24 შეხვედრაში თავის გამოჩენა შვიდჯერ მოახერხა