მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ძმის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მომღერალი წერს, მისი ძმა ამერიკაში გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ მანქანაში.

„დღეს ჩემი ყველაზე სიმპათიური ძმა დათო გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში ამერიკაში. ამაზე დიდი უბედურება ამაზე დიდი ტკივილი რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, არ ვიცი. თითქოს ჩემი გულის ნაწილიც გაყვა მას, ასე ვგრძნობ“, - წერს ნუცა ბუზალაძე.