საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საბერძნეთი დაამარცხა. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა.

ისტორიული შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა.

შეგახსენებთ, ბერძენ მეტოქეებთან გამართულ მატჩამდე, ნახევარფინალში "ჯვაროსნებმა" ლუქსემბურგის ნაკრებს 2:0 სძლიეს, ხოლო საბერძნეთმა ყაზახეთს 5:0 მოუგო.

ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს 18 ივლისს, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ.