საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ისტორიაში პირველად, ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს! "ევრო 2024"-ის საგზური, ფეხბურთელებმა საბერძნეთის გუნდის დამარცხების შედეგად, პლეიოფის ფინალში მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების გამარჯვებას "დინამო არენაზე" მყოფი გულშემატკივარი ემოციურად შეხვდა. მაყურებელმა ტრიბუნებიდან მოედანზე გადაინაცვლა და გამარჯვება ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა.

მოედნის შემდეგ, პირველი ემოციები დღის გმირებმა მედიის წინ, საკონფერენციო დარბაზში გამოხატეს

პარალელურად, ემოციებს ვერც ტრიბუნებზე მალავდნენ.

"დინამო არენა" ვარსკვლავებმა ავტოგრაფებისა და გულშემატკივართან ფოტოების გადაღების შემდეგ დატოვეს. ისტორიული მატჩი ფეხბურთელებმა მედიასთან შეაჯამეს.

ემოციური იყო რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრის მოლოდინიც.

ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრას ხალხი თითქმის 2 საათი მოუთმენლად ელოდა.

გულშემატკივართან შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებმა, საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე გადაინაცვლეს.

ქვეყანას და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული გამარჯვება, პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა სცენიდან კიდევ ერთხელ მიულოცეს. ამ გამარჯვებისთვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა წევრი ღირსების ორდენზე წარადგინეს.

ნაკრების ფეხბურთელებს, გამარჯვება მიულოცა სალომე ზურაბიშვილმაც.

დღის გმირები გულშემატკივრებს უკვე გერმანიაში გასამართ მატჩზე ელოდებიან.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას თბილისის ქუჩებში მთელი ღამე ზეიმობდნენ. თამაშის შემდეგ ქომაგებმა მსვლელობა თითქმის ყველა უბანში მოაწყვეს.

დედაქალაქთან ერთად საზეიმო განწყობა მთელს საქართველოს მოედო. ისტორიული გამარჯვება ყველა რეგიონში აღნიშნეს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საბრძოლო განწყობით მიემგზავრება. ფეხბურთელები პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.