9 აპრილიდან თბილისში გამოიდარებს.

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე ესაუბრა.

„თბილისში, ხვალ ისევ განახლდება წვიმა. ტემპერატურა დაახლოებით 12-14 გრადუსი იქნება.

9 აპრილიდან უკვე გამოიდარებს, ტემპერატურა მოიმატებს 20 გრადუსამდე დათბება და უფრო მაღალიც იქნება. თუმცა ყოველი დღე მზიანი და უნალექო არ იქნება. ზოგჯერ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა“, - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.